საქართველოში სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად ონლაინ ტრენინგი ჩატარდება
მარტი 26, 2021

საქართველოში სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად ონლაინ ტრენინგი ჩატარდება


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“, ქართულ უწყებებსა და ორგანიზაციებში ონლაინ ტრენინგებს აწყობს. ინიციატივის მიზანი სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად ევროპის საბჭოს სტანდარტების დანერგვაა.

ტრენინგების ციკლი მონაწილეებს სიძულვილის/ქსენოფობიური ენის, მისი ფორმების, მიზეზების და შედეგების უკეთ გააზრებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მონაწილეები იმ განსაზღვრებებს და მიდგომებს გაეცნობიან, რომლებიც გათვალისწინებულია რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ზოგადი პოლიტიკის  N15 რეკომენდაციით სიძულვილის ენის აღმოფხვრის შესახებ.

ტრენინგების შემდეგ დაგეგმილია აქტივობები იმ ზომების განსაზღვრის მიზნით, რომელთა გატარებაც საქართველოს სიძულვილის ენასთან ბრძოლაში დაეხმარება. ამ ზომებს შორისაა თვითრეგულირების პროცედურები, სიძულვილის ენის საჯარო დაგმობა, მსხვერპლის მხარდაჭერა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

ტრენინგები და მომდევნო აქტივობები რეგიონული პროექტის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება სასამართლოს მიღმა დაცვის მექანიზმებით“, ნაწილია. ევროკავშირის და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი  ევროპის საბჭოს მიერ პროგრამის, „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“, ფარგლებში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,