საქართველოში მომუშავე სოციალურმა მეწარმეებმა ევროკავშირის გრანტები მიიღეს
ივნისი 25, 2021

საქართველოში მომუშავე სოციალურმა მეწარმეებმა ევროკავშირის გრანტები მიიღეს


ინიციატივა EU4Youth-ის პროექტის, „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG)“, ფარგლებში თორმეტი ახალგაზრდული სტარტაპ-პროექტი ევროკავშირის გრანტებს მიიღებს. ისინი იმ 68 სტარტაპიდან აარჩიეს, რომლებმაც პროექტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დაწყებულ საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული სტარტაპები ისეთ სფეროებში მუშაობენ, როგორიცაა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, ტურიზმი, ხელოსნობა, სათამაშოების წარმოება, განათლება, მოდა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია. გარდა ამისა, ეს საწარმოები წყვეტენ ისეთ სოციალურ ამოცანებს, როგორიცაა გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, დასაქმება, ახალგაზრდა სამართალდამრღვევთა რესოციალიზაცია, განათლება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, სოციალური სივრცის გაფართოება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ პროცესებში ჩართვა.

გრანტის მისაღებად შედგენილ პირველ შვიდ კონტრაქტს ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ტერიტორიაზე — რუსთავში არსებულ სოციალურ კაფეში, Cafune, 16 ივნისს მოეწერა ხელი. დანარჩენ ხუთ კონტრაქტსაც მალე მოეწერება ხელი, რის შემდეგაც პროექტების განხორციელება დაიწყება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში (SEAG)“, ინიციატივის, EU4Youth, ფარგლებში 2020 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პოტენციალის გაძლიერებაა.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,