საქართველოს მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ევროკავშირი საგრანტო კონკურსს აცხადებს
თებერვალი 26, 2021

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ევროკავშირი საგრანტო კონკურსს აცხადებს


ევროკავშირის ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. პროექტთა კონცეფციების გაგზავნა 6 აპრილამდეა შესაძლებელი.

ინიციატივა მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური განვითარების გეგმების შედგენაში დაეხმარება, რისი მიზანიც ეკონომიკური საქმიანობის წაქეზება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. ეს კი, თავის მხრივ, მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მეტ ქალთა დასაქმებას შეუწყობს ხელს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს გარდა აღმოსავლეთ მეგობრობის დანარჩენ 5 ქვეყანას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას, შეუძლია.  

პროექტის პირველი ეტაპისას, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა, ინიციატივის ამოცანებით განსაზღვრული ვალდებულებები მთელი რეგიონის მასშტაბით 400-ზე მეტმა მუნიციპალიტეტმა აიღო. ამასთან, M4EG-ის რეკომენდაციების დაცვით შეიქმნა 230-ზე მეტი დგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა. რეგიონში ამჟამად თექვსმეტი საპილოტე პროექტი ხორციელდება. 

M4EG-ის მეორე ეტაპის მიზანი პირველ ეტაპზე შედგენილი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების განხორციელების მხარდაჭერაა. გარდა ამისა, მეორე ეტაპისას  სახელმწიფო და კერძო სექტორში მომზადდება საინვესტიციო პროექტები. არსებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების საფუძველზე კი დამატებით განხორციელდება 15 დიდი მუნიციპალური და 50-ზე მეტი მცირე მასშტაბის საპილოტე პროექტი. ეს პროექტები ისეთ კონკრეტულ საკითხებს შეეხება, როგორიც ინოვაცია და გენდერული თანასწორობაა და მიზნობრივ მხარდაჭერას მოითხოვს. კონკურსის მსვლელობისას დაცული იქნება გეოგრაფიული ბალანსი როგორც ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით, ისე დედაქალაქებსა და რეგიონებს შორისაც.

გრანტებისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხა 10 მილიონი ევროა. აქედან 5 მილიონი ევრო საქართველოსა და ოთხი ქვეყნისთვის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას და სომხეთისთვისაა განკუთვნილი; 4 მილიონი ევრო — უკრაინისთვის; ხოლო 1 მილიონი ევრო „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების“ საფუძველზე განსახორციელებელ საქმიანობას მოხმარდება.

გრანტის მოპოვების მსურველებმა პროექტის კონცეფცია თბილისის დროით 6 აპრილის 19:00 საათამდე უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სრული საკონკურსო განაცხადის წარსადგენად მიიწვევენ.

2021 წლის 4 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე, აპლიკანტებს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე შეეძლებათ დასწრება.

ინიციატივა, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, საქართველოს  ქალაქებს ეკონომიკურ ზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში ეხმარება. ამის მიზანი კი ადგილობრივი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, მეწარმეობის წახალისება და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვაა. 

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა

ინიციატივის, მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, წარმატების ისტორიები:

საქართველო: აქტიური მერები ეკონომიკური ზრდისთვის

ბელარუსი: როგორ ცვლის ევროკავშირის მხარდაჭერით გაძლიერებული ბიზნესი ცხოვრებას გლუბოკოეში 

ევროკავშირი ახალგაზრდა სომეხ ქალს ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,