საქართველოს მედია კვლავ პოლარიზებულია, აღნიშნულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევაში
აპრილი 29, 2021

საქართველოს მედია კვლავ პოლარიზებულია, აღნიშნულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კვლევაში


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულ მედიაში პოლარიზაცია კვლავ შეიმჩნევა. ამაზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2021 წლის თებერვლიდან მარტამდე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები მოწმობს.

კვლევამ აჩვენა, რომ საარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დამთავრების შემდეგაც მედია ძირითადად ისეთ პოლიტიკურ საკითხებს აშუქებდა, როგორიცაა საპარლამენტო ბოიკოტი, ევროკავშირის მიერ წარმართული მედიაცია პარტიებს შორის და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება.

პოლარიზაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ტელევიზიაში. ზოგიერთი სატელევიზიო არხი აუდიტორიაზე დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გზით მანიპულირებდა. ამასთან, სიზუსტის ნაკლებობა ბეჭდვით მედიაშიც შეიმჩნეოდა. ამის საპირისპიროდ, ციფრული მედიები ნაკლებად პოლარიზებული იყო და აუდიტორიას უფრო დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდიდა. ისინი არ იყენებდნენ დისკრიმინაციის ენას, აშუქებდნენ საარჩევნო საქმიანობის უფრო ფართო სპექტრს და მიმდინარე მოვლენებს  შედარებით მიუკერძოებლად გადმოსცემდნენ.

„კვლევამ გამოავლინა, რომ მედია პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებდა, რაც, თავის მხრივ, ამძაფრებდა პოლიტიკურ დაძაბულობას და დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ევია კოტანმა, — „დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმეთვიანი პოლიტიკური ჩიხიდან წარმატებით გამოსვლის შემდეგ მედია პოლარიზაციის შემცირებაში კუთვნილ როლს შეასრულებს და ჟურნალისტურ ეთიკას და სტანდარტებს უკეთ დაიცავს“.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევა საქართველოში მოქმედ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა, როგორიცაა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი-საქართველო და CRRC-საქართველო. არჩევნების შემდგომმა კვლევამ მოიცვა მასობრივი ინფორმაციის 33 საშუალება, მათ შორის — 12 ტელევიზია, 8 ბეჭდვითი გამოცემა და 13 ონლაინგამოცემა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,