ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წევრები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება. ამ სიტყვებს ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების საელჩოები აქვეყნებენ.
ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) მათ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და სოლიდარობა ლგბტქი+ ადამიანებს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, არ დაიშურონ ძალისხმევა ლგბტქი+ თემის წევრების დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და მათ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, — ნათქვამია განცხადებაში, — „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეთა სულ უფრო მზარდი რაოდენობა უჭერს მხარს მრავალფეროვნებას და თვლის, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს მიუღებლად მიაჩნიათ ლგბტქი+ თემისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში