რუტინას გენდერი არ აქვს: EU4Gender Equality გენდერული სტერეპოტიპების წინააღმდეგ ახალ კამპანიას, „Look Beyond“, იწყებს 
იანვარი 22, 2021

რუტინას გენდერი არ აქვს: EU4Gender Equality გენდერული სტერეპოტიპების წინააღმდეგ ახალ კამპანიას, „Look Beyond“, იწყებს 


EU4Gender Equality პროექტმა დაიწყო ახალი კამპანია, სახელწოდებით „Look Beyond”, რათა მოუწოდოს საზოგადოებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, გადააფასონ კაცის და ქალის ტრადიციული როლები და დაარწმუნოს ისინი, რომ საშინაო რუტინას და შვილებზე ზრუნვას გენდერი არ აქვს.

კამპანია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ერთობლივად ხორციელდება, ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამის ფარგლებში, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“.

COVID-19-ის პანდემიის დროს მრავალი ადამიანი უმუშევარი დარჩა, ბევრი კი ახლა სახლიდან მუშაობს. ამავდროულად, სკოლების და ბავშვებზე ზრუნვის სხვა დაწესებულებების დახურვამ მნიშვნელოვნად გაუზარდა ოჯახებს ზრუნვის აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი, რაც განსაკუთრებით ქალების ყოველდღიურობაზე აისახა. კამპანიის მიზანი ამ ტვირთის კაცებსა და ქალებზე თანაბრად გადანაწილების ხელშეწყობაა.

გაეროს ქალთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, პანდემიამდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქალები ყოველდღიურად 16.4 მილიარდ საათს უთმობდნენ ზრუნვის აუნაზღაურებელ შრომას — სამჯერ მეტს კაცებთან შედარებით — რაც 2 მილიარდი ადამიანის სრული რვასაათიანი აუნაზღაურებელი სამუშაო დღის ტოლფასია.

კომპანიის Ipsos მიერ გაეროს ქალთა ფონდისთვის 18 ქვეყანაში ჩატარებული კვლევა უჩვენებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ქალებს ყოველდღიურად დამატებით, საშუალოდ, 5.2 საათის გატარება უწევთ ბავშვებზე ზრუნვაში, რაც კვირაში დაახლოებით 31 საათს შეადგენს. ამასთან შედარებით, კაცების მსგავსი სამუშაო მხოლოდ 3.5 საათით გაიზარდა, რაც კვირაში ბავშვებზე ზრუნვაში გატარებული დაახლოებით 24 საათია. 

„თუ კაცები ზრუნვის აუნაზღაურებელ შრომას მეტ დროს დაუთმობენ, ქალების სტრესი საგრძნობლად შემცირდება და მათ ექნებათ მეტი დრო საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის. ეს კი მათ შესაძლებლობას მისცემს, სხვა მოძველებული გენდერული როლების დასაძლევადაც გამონახონ ძალა და დრო. გარდა ამისა, დასტურდება, რომ ოჯახის შიგნით გენდერული სტერეოტიპების რღვევა და კაცების წახალისება, ახლებურად გაიაზრონ და განსაზღვრონ საკუთარი მამაკაცურობა, ამცირებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, რაც ქალებს საშუალებას აძლევს, მეტად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი სახლში“, — ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებსაიტზე განთავსებულ სტატიაში.

„Look Beyond“ კამპანია არა მარტო სერიოზულ პოლიტიკურ ინიციატივებს ახორციელებს, არამედ ის, ასევე, იყენებს ისეთ გასართობ სტიმულებს, როგორიცაა ინსტაგრამის ფილტრის მინითამაში. ეს უკანასკნელი ალალბედზე ანაწილებს საოჯახო საქმეებს წყვილებზე, რომლებიც მას ერთად იყენებენ.

2020-2023 წლების პროგრამა, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, მიზნად ისახავს ქალებს და კაცებს შორის თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ მიზნის მიღწევის საშუალებად პროგრამა  გენდერული როლების შესახებ სოციალური აღქმის შეცვლას, გენდერული სტერეოტიპების ნგრევას და ბავშვებზე ზრუნვასა და სხვა საოჯახო საქმიანობებში კაცების მონაწილეობის გაზრდას სახავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,