ყვარლის ევროკლუბი კახეთში სწავლისა და განვითარების რეგიონულ ჰაბად გადაიქცევა
დეკემბერი 21, 2022

ყვარლის ევროკლუბი კახეთში სწავლისა და განვითარების რეგიონულ ჰაბად გადაიქცევა


16 დეკემბერს ყვარელში მდებარე ევროკლუბმა ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახალი სივრცე გახსნა. 

2019 წელს დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაცია, ევროკავშირის რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის, EU NEIGHBOURS east-ის მხარდაჭერით, არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტის, არამედ მთლიანი კახეთის მასშტაბით იქცევა სწავლისა და განვითარების რეგიონულ ჰაბად. 2021 წლიდან მოყოლებული ყვარლის ევროკლუბი ერთ სივრცეში აერთიანებს ევროკლუბსა და „ამერიკულ თაროს“.

ყვარლის ევროკლუბის მთავარი მისიაა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დასავლური ღირებულებების გავრცელება. ორგანიზაციის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისეთი საერთო სივრცის შექმნა, სადაც ისინი შეუზღუდავად შეძლებენ სხვადასხვა საკითხის განხილვას და ტრენინგებზე, სემინარებსა თუ ფილმის ჩვენებებზე დასწრებას.

გასული სამი წლის განმავლობაში ყვარლის ევროკლუბი 25-ზე მეტი პროექტის ფარგლებში ჩატარებული 150-ზე მეტი ღონისძიების გზით 2,500-ზე მეტ ბენეფიციარს მისწვდა. მის მიერ განხორციელებულ ინიციატივათა შორისაა ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედი მოქალაქეთა მხარდაჭერის პროგრამა, აქტივიზმის კინოკლუბი, ღია ბიბლიოთეკები, წიგნის კლუბი და ევროპის დღეების (EU4U) ფარგლებში დაგეგმილი ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი კამპანია.  



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,