„პოლიტიკური დიალოგი განახლდა“ — ევროპული საბჭოს  პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
მარტი 4, 2021

„პოლიტიკური დიალოგი განახლდა“ — ევროპული საბჭოს  პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად დაპირისპირებულ მხარეებს ევროკავშირის დახმარება შესთავაზა. 1 მარტს ის თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და უკრაინაში 28 თებერვლიდან 3 მარტამდე განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

„დღეს საქართველოში პოლიტიკური დიალოგი განახლდა“, — აღნიშნა შარლ მიშელმა, — „ჩვენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და პრემიერ-მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. შედეგად, ერთმანეთის მოსმენის საშუალება  მოგვეცა. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს უამრავი რთული საკითხი, რომელთა გადაჭრაც პოლიტიკური პროცესების მონაწილეებს ევალებათ“.

შარლ მიშელმა მხარეებს შეახსენა, რომ ორ კვირაში ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. „ამ შეხვედრაზე გაირკვევა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა სხვადასხვა რთული საკითხის გადაჭრის კუთხით. მაგრამ მთავარი გზავნილი ასეთია: ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესები“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ პოლიტიკური კრიზისი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას, რადგან მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ეკონომიკური განვითარების, სოციალური ერთიანობის, COVID-19-ის, უსაფრთხოების და სტაბილურობის პრობლემების მოგვარება.

შარლ მიშელი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი რეგიონის ყველა ქვეყნის წინაშე აღებული პარტნიორობის ვალდებულებებისადმი ევროკავშირის ერთგულებას ადასტურებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,