ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ სამოქალაქო ინიციატივების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
მარტი 26, 2021

ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ სამოქალაქო ინიციატივების შესარჩევად კონკურსს აცხადებს


არასამთავრობო ორგანიზაცია ჩეხეთიდან,ადამიანი გაჭირვებაში“,  საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსში იწვევს. პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილებების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“, ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

განცხადების შეტანის უფლება აქვთ გასული სამი წლის განმავლობაში რეგისტრირებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ასევე არაფორმალურ საინიციატივო ჯგუფებს და სოციალურ მოძრაობებს. ამასთან, კონკურსანტები უნდა ეხმარებოდნენ თავიანთ თემში ადამიანების მობილიზებას დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად. ისინი, ასევე, იმ მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრასა და გადაწყვეტის გზების დასახვაზე უნდა ზრუნავდნენ, რომელთა შესახებაც საზოგადოება ჯერ სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

ადამიანი გაჭირვებაშიფინალისტებს საკუთარი სტრატეგიის შერჩევაში, მხარდამჭერებთან და მოხალისეებთან კავშირების შექმნასა და გაუმჯობესებაში, ადგილობრივ და საზღვარგარეთ მყოფ კოლეგებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარებაში და კერძო სექტორთან თანამშრომლობაში დაეხმარება. წარმატებული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში, კონსულტაციებში, სასწავლო მივლინებებში და სასტიპენდიო პროგრამებში. გარდა ამისა, ისინი კვლევების ჩატარებასა და თემატური ცოდნის შეძენაშიც მიიღებენ მხარდაჭერას.

თითოეული მონაწილე, რომელიც პროგრამის პირველ ეტაპს გაივლის, 2021 წლის ივლისაგვისტოში მიიღებს უფლებას, შეიტანოს განაცხადი მაქსიმუმ 10,000 ევროს ოდენობის შიდა დაფინანსების მოსაპოვებლად, რომელიც მათ სტრატეგიულ გეგმებს მოხმარდება.

ადამიანი გაჭირვებაში“ საქართველოდან — ისევე, როგორც სომხეთიდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან — შვიდ მონაწილეს შეარჩევს. 

საქართველოდან განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 7 აპრილი. 

დამატებითი ინფორმაცია

სააპლიკაციო ფორმა

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,