ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის ევროპული კურიკულუმის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოიცა
დეკემბერი 13, 2022

ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის ევროპული კურიკულუმის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოიცა


ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) ნივთიერებათა მოხმარების პრევენციის ევროპული კურიკულუმის (EUPC) საქართველოზე მორგებული სახელმძღვანელო გამოსცა. 

სახელმძღვანელო ქართულად EMCDDA-ის საქართველოსთან პირველი ორმხრივი თანამშრომლობის პროექტის (EMCDDA4GE) ფარგლებში ითარგმნა.

2019 წელს დაწყებული EUPC ინიციატივა მიზნად იმ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს, რომლებიც ევროპაში ნივთიერებების მოხმარების პრევენციის სფეროში მუშაობენ. კერძოდ, სახელმძღვანელო შეიქმნა იმისთვის, რომ ამ სფეროში გადაწყვეტილებათა მიმღებებს, საზოგადოების აზრის შემქმნელებსა თუ პოლიტიკის განმსაზღვრელებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ყველაზე შედეგიანი ჩარევებისა და მიდგომების შესახებ მიეწოდოთ ინფორმაცია.   

სახელმძღვანელოს გარდა, ასევე ითარგმნა და ქვეყნის კონტექსტს მოერგო დამატებითი სამწვრთნელო მასალა, რომელთა შორისაცაა წამალდამოკიდებულების პრევენციის ევროპული ხარისხის სტანდარტები: მოკლე გზამკვლევი

სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი შესრულებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტომაშ ზაბრანსკის სახელობის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის მიერ, EMCDDA-ის ზედამხედველობით.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პრევენციის ევროპული კურიკულუმის (EUPC) სახელმძღვანელო ქართულ ენაზე



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,