ნარკომანიასთან ბრძოლის ევროკავშირის პროექტი საქართველოში საქმიანობას იწყებს
ოქტომბერი 1, 2021

ნარკომანიასთან ბრძოლის ევროკავშირის პროექტი საქართველოში საქმიანობას იწყებს


28 სექტემბერს ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) ორწლიანი სამუშაო პროგრამა დაამტკიცა. ინიციატივა საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას პროექტის, EMCDDA4Georgia, ფარგლებში მოიაზრებს.

პროექტს საფუძველი მიმდინარე წლის 3 მაისს ჩაეყარა და მისი მიზანია, გააუმჯობესოს სახელმწიფოს პასუხი  ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკებზე. პროექტის ძირითადი საქმიანობა მოიაზრებს ცოდნის გაზიარებას და კომპეტენციის ამაღლებას ნარკოტიკების მონიტორინგის, ანგარიშგების, პრევენციის და მკურნალობის საკითხებში.

ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი პროექტს, EMCDDA4GE საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ზედამხედველობით ახორციელებს. პროექტის საქმიანობა საქართველოსთან ცენტრის წარსულ და მიმდინარე თანამშრომლობის შედეგებს დაეფუძნება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,