მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში: ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი გააძევა
აპრილი 7, 2022

მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში: ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი გააძევა


6 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირთან რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის მიზეზი მათი ისეთ საქმიანობაში მონაწილეობაა, რომელიც დიპლომატიურ სტატუსს ეწინააღმდეგება.

გადაწყვეტილება მიღებულია იმ ანგარიშების მზარდი რაოდენობის ფონზე, რომლებიც აღწერენ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ საშინელ დანაშაულებს უკრაინის ამჟამად უკვე გათავისუფლებულ რამდენიმე ქალაქში, პირველ რიგში კი — ბუჩაში.

„ეს არის ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მისიის აღნიშნული წევრების უკანონო და დამანგრეველ ქმედებებზე, რომლებიც მათ ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესების და უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩაიდინეს. ეს ქმედებები არღვევს ვენის 1961 წლის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) პრესრელიზში.

EEAS-ის გენერალურმა მდივანმა, სტეფანო სანინომ დღის მეორე ნახევარში ევროკავშირში რუსეთის ფედერაციის ელჩი, ვლადიმერ ჩიჟოვი გამოიძახა, რათა მისთვის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,