10 ივნისს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვია.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა პრეზიდენტ ნაუსედას უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენები გააცნო. ელჩმა პრეზიდენტს ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარა.
გაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში ყოფნისას მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ბორდერიზაციის“ ისეთ ქმედებებს, როგორიც მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენებაა, უარყოფითი გავლენა აქვს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მისი თქმით, ეს ქმედებები ზღუდავს ადამიანის უფლებებს — მათ შორის განათლებაზე, ჯანდაცვის მომსახურებაზე და მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით.
ელჩმა შჩიგელმა და პრეზიდენტმა ნაუსედამ ისაუბრეს იმაზეც, თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაამწვავა ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,