ქართველი და სომეხი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად EU4Youth პირველ რეგიონულ პორტალს ქმნის
ოქტომბერი 15, 2021

ქართველი და სომეხი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების მხარდასაჭერად EU4Youth პირველ რეგიონულ პორტალს ქმნის


პროგრამამ, EU4Youth აამოქმედა „იდეების ბანკი“ — პირველი ციფრული პლატფორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც სოციალურ და მწვანე სტარტაპ-საწარმოებს პოტენციურ ინვესტორებთან დააკავშირებს. მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდათა სამეწარმეო იდეების აღმოჩენა და განვითარებაა.

„იდეების ბანკი“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეწარმეებს, შექმნან საკუთარი პროფილი. პორტალზე შესაძლებელია ბიზნესიდეის დარეგისტრირება და მისი განხორციელების გეგმის წარდგენა. რეგისტრაციის შემდეგ ბიზნესიდეა ფართო აუდიტორიისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

ამჟამად „იდეების ბანკში“ წარმოდგენილია 33 იდეა, რომელთაგან 19  საქართველოდანაა. რეგისტრირებულ მეწარმეებს შორის არიან ისინი, ვინც ახლახან მიიღო ევროკავშირის კავკასიის სოციალური ინოვაციის კონკურსის გრანტები საკუთარი ბიზნესის ისეთ სფეროებში დასაწყებად, როგორიცაა ნარჩენების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ეკოწარმოება და ჯანდაცვა.

„იდეების ბანკი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“, ფარგლებში შეიქმნა.

იდეების ბანკის პორტალი


თემაზე

ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს
სექტემბერი 21, 2023

ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს

EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს
სექტემბერი 13, 2023

EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს

ჯოზეფ ბორელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა და ქვეყანაში მისი 15-წლიანი ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
სექტემბერი 12, 2023

ჯოზეფ ბორელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა და ქვეყანაში მისი 15-წლიანი ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალებს სამედიცინო, საინჟინრო და სატრანსპორტო აღჭურვილობით უზრუნველყოფს
სექტემბერი 12, 2023

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალებს სამედიცინო, საინჟინრო და სატრანსპორტო აღჭურვილობით უზრუნველყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კავკასიაში ახალი დირექტორი ჰყავს
სექტემბერი 5, 2023

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კავკასიაში ახალი დირექტორი ჰყავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,