ჯილდო გამბედაობისთვის — რჩეულ ჟურნალისტებს ლორენცო ნატალის სახელობის პრიზი გადაეცემათ
მარტი 4, 2021

ჯილდო გამბედაობისთვის — რჩეულ ჟურნალისტებს ლორენცო ნატალის სახელობის პრიზი გადაეცემათ


მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მედია-კონკურსმა 1 მარტიდან განცხადებების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა მდგრადი განვითარების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს შეუძლიათ. 

განვითარების საკითხებში ყოფილი კომისრის, ლორენცო ნატალის სახელობის პრიზი ჟურნალისტიკაში ევროკომისიამ 1992 წელს დააარსა. ლორენცო ნატალი გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და განვითარების მტკიცე მხარდამჭერი გახლდათ.

ჟურნალისტებს საკონკურსო განცხადების შეტანა ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში შეუძლიათ:

  • გრან-პრი: ევროკავშირის ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანაში გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • ევროპის პრიზი: ევროკავშირში გამოქვეყნებული რეპორტაჟისთვის.
  • საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის პრიზი: 30 წლის ასაკამდე ჟურნალისტის რეპორტაჟისთვის, რომელიც ევროკავშირში ან ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანაში გამოქვეყნდა.

განცხადებები მიიღება 2021 წლის 19 აპრილამდე. თითოეულ გამარჯვებულს 10,000 ევრო გადაეცემა. გარდა ამისა, საუკეთესო დამწყები ჟურნალისტის კატეგორიაში გამარჯვებულს პროექტის პარტნიორ მედია საშუალებაში შესთავაზებენ სტაჟირებას.

„ლორენცო ნატალის მედია-პრიზით ჩვენ იმ ჟურნალისტების შრომას ვაფასებთ, რომლებიც საკუთარი გამბედაობით და ხშირად პირადი რისკის ფასად უსამართლობის, უთანასწორობის და გარემოს განადგურების ამსახველ ფაქტებს და ისტორიებს აშუქებენ. ეს ისტორიები გვანახებენ, რომ ადამიანები მსგავსი პრობლემების მოგვარებისთვის იბრძვიან“, — აღნიშნა იუტა ურპილაინენმა, ევროკომისიის წარმომადგენელმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში.

გამარჯვებულებს ლორენცო ნატალის სახელობის ჟურნალისტიკის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადებენ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,