ინიციატივა EU4Business ქართულ კომპანიას გლობალურ ბრენდად გარდაქმნაში ეხმარება
იანვარი 22, 2021

ინიციატივა EU4Business ქართულ კომპანიას გლობალურ ბრენდად გარდაქმნაში ეხმარება


საქართველოს უდიდესი ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო, Leavingstone, ძალების მოსინჯვას საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს. ევროკავშირის მხარდაჭერით, კომპანიამ ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია განახორციელა, რაც მას მსოფლიო დონის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს.

ოთხი მეგობრის მიერ 2010 წელს დაარსებული Leavingstone პირველი ქართული სააგენტო გახდა, რომელმაც 2015 წელს კანის ლომი — შემოქმედებითი კომუნიკაციების ინდუსტრიაში ყველაზე ღირსშესანიშნავი ჯილდო მოიპოვა.

ადგილობრივი მარკეტინგული სფეროს ლიდერი, Leavingstone ყოველთვის ისახავდა მიზნად გლობალურად გაფართოებას. მაგრამ ახალი დონის კონკურენტებზე და მომხმარებლებზე წვდომა საერთაშორისო ბაზრის უკეთ ცოდნას მოითხოვდა.

სააგენტომ მხარდაჭერა ინიციატივის, EU4Business ფარგლებში გაცემული დაფინანსებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  (EBRD) პროგრამიდან, „რჩევები მცირე ბიზნესისთვის“, მიიღო. პროგრამამ სააგენტო საერთაშორისო კონსულტანტთან დააკავშირა, რასაც კომპანიის ახალი მისიის შემუშავება და მისი პოლიტიკის და პროცედურების დეტალურად აღმწერი სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა მოჰყვა.

ამჟამად კომპანიის მიზანი ბერლინში ოფისის გახსნა და ახალი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაა. სააგენტომ დაიწყო თანამშრომლობა კომპანიებთან Siemens, Zeiss, Deutsche Telekom, Netflix და Fox Broadcasting Company.

„საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად, ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო, რა ამოძრავებს მათ და როგორაა შესაძლებელი მსოფლიო კლასის ბრენდების პარტნიორებად მოზიდვა“, — ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე ზურმუხტაშვილი, — „ცვლილებებმა, რომლებიც მენეჯმენტის ახალ ფორმებს, მკაფიო ხედვას და ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე ორიენტირების მიზნად დასახვას მოიცავდა, ამ უაღრესად რთულ წელსაც კი შეგვაძლებინა, უფრო მაღალ საფეხურზე ავსულიყავით“. 

ინიციატივა EU4Business Facility წარმოადგენს მრავალფუნქციურ პროექტს, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის მონიტორინგი და კომუნიკაციაა. ეს მხარდაჭერა მოიცავს ფინანსებთან წვდომას, ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო საწარმოების პოტენციალის განვითარებას და ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,