i-Portunus Houses შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის სქემის კონკურსს აცხადებს
ივნისი 11, 2021

i-Portunus Houses შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის სქემის კონკურსს აცხადებს


პროგრამა, i-Portunus Houses, მასპინძელ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, გაერთიანდნენ მხატვრებთან და/ან კულტურის სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობის და ამ უკანასკნელთა საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფის მიზნით. პროგრამა ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული i-Portunus-ის საპილოტე სქემის ფარგლებში მოქმედებს და მხატვრებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მობილობის მოდელთა მოსინჯვას ისახავს მიზნად. 

i-Portunus Houses ღიაა მასპინძლებისთვის, — იქნება ეს ორგანიზაცია თუ კულტურის სფეროს აღიარებული პროფესიონალი, — რომელთაც 2-დან 5-მდე მხატვართან და/ან კულტურის სფეროს პროფესიონალთან  ერთ ან მეტ პროექტზე თანამშრომლობა სურთ. ეს უკანასკნელები იურიდიულად „შემოქმედებითი ევროპის“ ერთ-ერთი ქვეყნის —  მათ შორის, საქართველოს — მოქალაქეები უნდა იყვნენ. სქემაში მონაწილეობა ნებისმიერი მიდგომის თუ სამუშო მეთოდის მქონე და კულტურის  ყველა სექტორის  წარმომადგენელს შეუძლია — გარდა აუდიო-ვიზუალური სექტორებისა. COVID-19-ის გამოწვევების ფონზე, მსურველებს შერეულ მობილობასაც შესთავაზებენ.

გუნდის წევრების პოვნის ან მასპინძელთან ერთად გუნდის შექმნის მიზნით, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დაწყვილების ერთ-ერთ ონლაინ სესიაზე საბაზრო მოედნის ღონისძიებების დროს.

მობილობის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 500,000 ევროს, რომლის 30%-იც  შერეული მობილობით გათვალისწინებულ ვირტუალურ მონაწილეობას მოხმარდება. ფიზიკური მობილობის შემთხვევაში კი გუნდის წევრები მინიმუმ 7 დღისთვის მინიმუმ 1,500 ევროს მიიღებენ.

საკონკურსო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი. განაცხადთა მიღების მეორე ტალღა 23 აგვისტოს დაიწყება და მისი ბოლო ვადა 3 ოქტომბერი იქნება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განაცხადის შეტანა

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,