გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროკომისია იწყებენ კომიქსებისა და ჩანახატების კონკურსს, “Generation Equality: PICTURE IT!”
იანვარი 22, 2021

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროკომისია იწყებენ კომიქსებისა და ჩანახატების კონკურსს, “Generation Equality: PICTURE IT!”


გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროკომისია, ბელგიასთან, საფრანგეთთან და მექსიკასთან ერთად და ასოციაცია Cartooning for Peace-თან პარტნიორობით, აწყობს კომიქსებისა და ჩანახატების გლობალურ კონკურსს პეკინის დეკლარაციის და სამოქმედო პლატფორმის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად. დოკუმენტის მიზანი იმ სისტემური ბარიერების მოხსნაა, რომლებიც ხელს უშლის ქალთა თანაბარ მონაწილეობას ცხოვრების ყველა სფეროში.

წლისთავის აღსანიშნავად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ასევე დაიწყო რამდენიმე თაობაზე ორიენტირებული კამპანია, „თაობათა თანასწორობა: ქალთა უფლებების განხორციელება თანასწორი მომავლისთვის“. ინიციატივის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გლობალური შეხვედრის,  გენდერული თანასწორობის ფორუმის მოწყობა გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. ფორუმი დაიწყება მეხიკოში 2021 წლის მარტის ბოლოს და დამთავრდება პარიზში (საფრანგეთი) 2021 წლის ივნისის დასაწყისში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 28 წლის ასაკამდე ახალგაზრდებს, რომელთაც სჯერათ გენდერული თანასწორობის და სურთ, გენდერულად თანასწორი თაობის თავიანთი ხედვები ნახატებით გადმოცენ.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გამარჯვებულებს შესაბამისად გადაეცემათ პრემიები 1200 ევროს, 750 ევროს და 500 ევროს ოდენობით. მათ ასევე პარიზის ფორუმის ვირტუალურ გახსნაზე დასწრების საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, პარიზის თაობათა თანასწორობის ფორუმზე გაიმართება ყველა ფინალისტის ნამუშევრების გამოფენა. გამარჯვებულთა ნახატები, ამასთან, ისეთ რამდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდება, როგორიცაა ასოციაციის, Cartooning for Peace ვებსაიტი და სხვა ოფიციალური პარტნიორების ვებსაიტები თუ სოციალური მედიის გვერდები.

კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

To submit your drawing

Beijing Declaration and Platform for Action



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,