გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ძალის გაყვანას მოითხოვს
მარტი 3, 2022

გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ძალის გაყვანას მოითხოვს


2 მარტს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმების უდიდესი უმრავლესობით (141 ხმა 5-ის წინააღმდეგ) მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სასტიკ ინტერვენციას. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და დაემორჩილოს საერთაშორისო კანონებს.

რეზოლუცია ევროკავშირის მიერ უკრაინასთან და მსოფლიოს ყველა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობით მას შემდეგ მომზადდა, რაც 25 თებერვალს რუსულმა ვეტომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედებას ხელი შეუშალა.

რეზოლუცია „უმკაცრესი ფორმით გმობს“ რუსეთის აგრესიას და ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების ურყევ ვალდებულებას უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ. გარდა ამისა, ის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელ წვდომას მოითხოვს. 

რეზოლუციის ტექსტი 141 ქვეყნის მიერ დამტკიცდა. მის წინააღმდეგ გაეროს მხოლოდ ხუთმა წევრმა ქვეყანამ მისცა ხმა. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ბელარუსი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა), ერიტრეა და სირია. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის დამტკიცებას რუსეთის ბევრმა უახლოესმა პარტნიორმა მისცა ხმა.

რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაეროში, ოლოფ სკუგმა ხაზი გაუსვა ამ კენჭისყრის ისტორიულ მნიშვნელობას: „მსოფლიომ თქვა თავისი სიტყვა. რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს თავისი ჯარი და დაემორჩილოს გაეროს ქარტიის წესებს, რომლებიც ყველაზე თანაბრად ვრცელდება“.

„რეზოლუციის სასარგებლოდ უდიდესი უმრავლესობით ხმის მიცემით ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის დაცვა მაშინ, როცა რუსეთმა სასტიკი აგრესია აირჩია“, — დაურთო მან, — „ჩვენ ხმა მივეცით ამ ორგანიზაციის და მისი ქარტიის დაცვას მაშინ, როცა რუსეთმა ორივეს საფუძვლები დაარღვია. რუსეთი სულ უფრო მარტო რჩება“.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს არ გააჩნია იურიდიული ძალა, მათი პოლიტიკური წონა არსებითია — განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედების უნარი შეზღუდული აქვს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 14, 2024

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებს

ივნისი 13, 2024

Shape your future: ადგილი, სადაც ევროკავშირის შესაძლებლობებს, მხარდაჭერასა და ინსპირაციას იპოვი  

ივნისი 11, 2024

ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში

ივნისი 11, 2024

ხეების დარგვა და წყლის ხარისხის შემოწმება: EUMM გარემოს მსოფლიო დღეს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს

ივნისი 5, 2024

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო: პროექტი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,