ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი სოფელ ჯიღაურაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტს ესტუმრა
მარტი 4, 2021

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი სოფელ ჯიღაურაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტს ესტუმრა


2 მარტს ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი სოფელ ჯიღაურაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ეწვია. სამეცნიერო ცენტრი 2019 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის 5.2 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს.
 
პრეზიდენტმა ჰოიერმა მოინახულა ვაზის კოლექციები, შეხვდა ევროკავშირის ბენეფიციარ ადგილობრივ ფერმერებსა და ბიზნესების მფლობელებს და დაათვალიერა პროექტის ფარგლებში აშენებული ეკრანული სათბურები.  

ევროკავშირის მხარდაჭერით მოქმედი ამ პროექტების მიზანი საქართველოს ვაზის ნერგების სექტორის სერტიფიცირებაა. ეს, თავის მხრივ, ფერმათა მოსავლის ზრდას, სანერგე სექტორის განვითარებასა და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ექსპორტის გატანას შეუწყობს ხელს. ინიციატივა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ იმ 200-ზე მეტ პროექტს შორისაა, რომელიც საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა უნარმა, ვინც წარმატებას არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზრებზეც მიაღწია“, — აღნიშნა ჰოიერმა, — „ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ სექტორის ზოგად განვითარებას უჭერს მხარს. სწორედ ამ დახმარების ნაწილია ცალკეული მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, რომელიც საქართველოში მოქმედი ჩვენი პარტნიორი ბანკების საშუალებით ხორციელდება“.

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიენტმა, ამასთან, ლიბერთი ბანკთანაც გააფორმა ხელშეკრულება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ამჟამად არსებული საკრედიტო ხაზი დამატებით 2.5 მილიონი ევროთი გაიზრდება, რაც ჯამურად 17.5 მილიონი ევროს პაკეტს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ვაზის ენდემური ჯიშების დასაცავად ევროკავშირი საქართველოს ეკრანული სათბურების შექმნაში ეხმარება

ევროპის საინვესტიციო ბანკი პანდემიის საპასუხოდ ქართული ბიზნესების მხარდაჭერას აფართოებს

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,