ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით თბილისში მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება
სექტემბერი 17, 2021

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით თბილისში მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)  თბილისის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის რეაბილიტაციის მიზნით 9.6 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს გასცემს. დაფინანსება „მწვანე ქალაქების“ მეორე ჩარჩო-პროექტის ფარგლებში ხორციელდება. 

წარსულში ბანკმა ქალაქის მყარი ნარჩენების შეგროვების ავტოპარკის, გადამტვირთი სადგურის და ჩამდინარე წყლების შემკრები სისტემის განახლებაც დააფინანსა. ახალი პროექტი ასევე მოიცავს ავტომანქანების და მანქანა-დანადგარების შეძენას მყარი ნარჩენების შესაგროვებლად და მართვის საოპერაციო სისტემების ოპტიმიზაციას.

“რეაბილიტირებული ავტომანქანები მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას და უსაფრთხოების რისკებს. თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით, ეს პროექტი მოქალაქეებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“, — აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში მოქმედი წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაციაა. დღეისათვის ბანკს ფინანსების, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედ 266 პროექტში თითქმის 4.3 მილიარდი ევრო აქვს ინვესტირებული. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,