ევროპის განათლების ფონდმა (ETF) გამოცხადებულ კონკურსში განცხადებათა მიღების ვადა გაახანგრძლივა. კონკურსი იმ საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას ემსახურება, რომლის მეშვეობითაც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უნარების ქონის მნიშვნელობა აშკარავდება. მისი მიზანი განათლების, პოლიტიკისა და პრაქტიკული საქმიანობის სფეროში ჩართული იმ მხარეების ახალი იდეებით მომარაგებაა, რომლებიც ევროკავშირის სამეზობლოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ.
კონკურსი სათაურით, „მწვანე გარდაქმნა: განათლება, ტრენინგი და უნარები“, კრებს ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება განათლება, ტრენინგი და უნარების ათვისება უფრო მდგრადი, სუფთა, ნახშირორჟანგ-ნეიტრალური ცირკულარული ეკონომიკის და საზოგადოების ჩამოყალიბებას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვისაც საინტერესო წარმატების ისტორიის ისეთი სფეროდან გაზიარება შეუძლია, როგორიცაა:
საუკეთესო ისტორიებს საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენენ, რომელსაც ევროპის განათლების ფონდი და იუნესკო 2021 წლის 21-25 ივნისს ერთობლივად გაუწევენ ორგანიზებას.
განცხადებები მიიღება 2021 წლის 7 აპრილამდე ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,