სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში პირველი მისია 7 ივლისს საქართველოში ვიზიტით დაიწყო.
7-9 ივლისს ვარჰელი საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელისუფლების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრებზე ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ახლად დამტკიცებული აღდგენის, გამძლეობისა და რეფორმების ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას და თითოეული ქვეყნისთვის განსაზღვრულ საფლაგმანო ინიციატივებს წარადგენს. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანაში ის ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავს.
საქართველოში ოლივერ ვარჰელი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მაღალი რანგის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. მან დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხალხისადმი, რაც COVID-19-ის კრიზისის და პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის დახმარებასაც მოიცავს.
„ჩვენი მიზანი ამ რეგიონის ეკონომიკური აღდგენისათვის მინიმუმ 17 მილიარდი ევროს მობილიზებაა. ამ თანხიდან 2.3 მილიარდი ევრო გრანტებს შეადგენს, ხოლო დანარჩენი იმ პროექტებსა და ინვესტიციებს მოხმარდება, რომლებსაც ჩვენს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ, როგორიც ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია”, — აღნიშნა ევროკომისარმა.
თბილისში ბიზნესის და ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ოლივერ ვარჰელიმ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილა. მან ასევე განმარტა, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ევროკავშირის ახალი გეგმა.
დამატებითი ინფორმაცია
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის Twitter-ის ანგარიში
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,