ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება გამოაქვეყნა
სექტემბერი 20, 2022

ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება გამოაქვეყნა


ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მის დაგეგმვასა და განხორციელებას მყარი  ინსტიტუციური ჩარჩო ედო საფუძვლად. ეს არის ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 2014-2020 წლებში გაწეული მხარდაჭერის შეფასებისას გამოითქვა. შეფასება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 16 სექტემბერს გამოაქვეყნა. 

მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი იყო გამოყენებული. მიიღწა პროგრესი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის მიმართულებით, ხოლო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესმა კარგი შედეგები მოიტანა. შეფასებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის ნდობა კვლავ მაღალი რჩება. ხარვეზებს შორის კი დასახელდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ.

დოკუმენტზე შემფასებელთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა გასული ორი წლის განმავლობაში იმუშავა. პროცესი მოიცავდა 2,000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და 100-მდე ინტერვიუს იმ პირებთან, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სფეროში დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ. 

შეფასებაში მოცემულია ზოგადი რჩევები თანამშრომლობის გაუმჯობესების საკითხებზე. მასში ასევე დეტალურადაა გაწერილი ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორს ეხება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


თემაზე

ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს
სექტემბერი 21, 2023

ევროკავშირი, EBRD და შვედეთი საქართველოში ქალთა მეწარმეობას უწყობენ ხელს

EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს
სექტემბერი 13, 2023

EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს

ჯოზეფ ბორელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა და ქვეყანაში მისი 15-წლიანი ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
სექტემბერი 12, 2023

ჯოზეფ ბორელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა და ქვეყანაში მისი 15-წლიანი ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალებს სამედიცინო, საინჟინრო და სატრანსპორტო აღჭურვილობით უზრუნველყოფს
სექტემბერი 12, 2023

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალებს სამედიცინო, საინჟინრო და სატრანსპორტო აღჭურვილობით უზრუნველყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კავკასიაში ახალი დირექტორი ჰყავს
სექტემბერი 5, 2023

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კავკასიაში ახალი დირექტორი ჰყავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,