ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
აპრილი 23, 2021

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა


17 აპრილს ევროკავშირმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადასცა. ეს სატრანსპორტო საშუალებები მესაზღვრეებს საზღვრებზე უკანონო აქტივობების უკეთ გამოვლენასა და პატრულირების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ავტომანქანები სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) ფარგლებში გადაეცა. მათი საერთო ფასი 693,000 ევროა (2,700,000 ლარი). ამას გარდა, საქართველოს მესაზღვრეებს 10 ავტომობილი 2020 წლის ნოემბერშიც გადაეცათ. 

„საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „ეს ინიციატივა ევროკავშირის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოში საზღვრების ეფექტიან, თანამედროვე სტანდარტებით მართვას და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს“.

ევროკავშირი, ამასთან, საქართველოს საზღვრების დაცვის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებსაც გამართავს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,