ევროკავშირმა საქართველოს დანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა 
აპრილი 23, 2021

ევროკავშირმა საქართველოს დანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა 


ევროკავშირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი 246,000 აშშ დოლარის ღირებულების გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის სისტემით მოამარაგა.   ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, სახელწოდებით „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ (“SAFE”), აღნიშნული აღჭურვილობა საქართველოს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით გადასცა.

გაზის ქრომატოგრაფ/მას-სპექტრომეტრის (GC-MS) სისტემა გამოსაკვლევ ნიმუშში ისეთი ნივთიერებების იდენტიფიცირებას ახდენს, როგორიც ნარკოტიკული საშუალებებია. ის ასევე გამოიყენება ხანძართა გამოძიებისას, გარემოსდაცვითი ანალიზისას, ასაფეთქებელ საშუალებათა გამოვლენისას და უცნობი ნიმუშების იდენტიფიცირებისას. აღნიშნულ სისტემას მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები იყენებენ და მისი მეშვეობით შედეგების მიღებას ერთ საათზე ნაკლები სჭირდება. გადაცემული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი და ხარისხიანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევების ჩატარების პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ეს ინიციატივა ევროკავშირის ფართომასშტაბიანი პროგრამის, „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ („SAFE“) ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, ევროკავშირმა 120 მილიონი ლარის მხარდაჭერით უზრუნველყო. „SAFE“-ის მთავარი მიზანი საქართველოს უშიშროების სექტორის გაძლიერებაა. ინიციატივა სამართალდამცავ უწყებებს საოპერაციო და ანალიტიკური პოტენციალის გაუმჯობესებაში აპარატურის გადაცემითა და ტრენინგებით ეხმარება“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა

ევროკავშირის პროგრამა, „SAFE“ 2019 წლის ივლისიდან ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,