ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს კოვიდ-კლინიკებს სასუნთქი აპარატები და დამცავი აღჭურვილობა გადასცეს
თებერვალი 19, 2021

ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს კოვიდ-კლინიკებს სასუნთქი აპარატები და დამცავი აღჭურვილობა გადასცეს


17 თებერვალს ევროკავშირმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოს) 10 სასუნთქი აპარატი და 1,000 ერთეული ინდივიდუალური დამცავი საშუალება გადასცეს. სამედიცინო აღჭურვილობა COVID-19-ის ინფექციის მძიმე ფორმების მქონე პაციენტების მოვლასა და მკურნალობას მოხმარდება.

„ამით ევროკავშირი ქართველებისადმი სოლიდარობას გამოხატავს. ეს ჟესტი იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების ნაწილია, რომლითაც საქართველოს COVID-19-ის დაძლევის პროცესში ვუჭერთ მხარს”, — აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კლინიკაში ვიზიტის დროს. 

აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ჯანმოს ერთობლივი ინიციატივის, „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ნაწილია. მის ფარგლებში საქართველოს უკვე გადაეცა 1,8 მილიონ ერთეულზე მეტი პირადი დაცვისა და სამედიცინო დანიშნულების ისეთი აღჭურვილობა, როგორიცაა საიზოლაციო ხალათები, დამცავი სათვალეები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო ნიღბები და რესპირატორები. ინიციატივის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგების სერია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის და გაიმართა ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ინიციატივის მიზანი COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა და საქართველოში ჯანდაცვის სექტორის ზოგადი მზადყოფნის გაძლიერებაა.  

„ევროპის საინვესტიციო ბანკმა ევროკავშირის მიერ გარანტირებული 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყო. ეს თანხა საქართველოს შვიდი ძირითადი საავადმყოფოს მოდერნიზაციასა და COVID-19-თან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვას მოხმარდება“, — აღნიშნა მაჩიე ჩურამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. 

„ამ სესხის დახმარებით ასევე დაიფარება ვაქცინების საფასური და შეიქმნება ეფექტიანი მომარაგების ჯაჭვი, რომელიც COVID-19 პაციენტებს კომპლექსური დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურებით უზრუნველყოფს. როგორც ევროპის გუნდის წევრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასევე გაიღო 400 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკის ქვეყნებს, წარმატებით ჩაერთონ COVAX–ის პლატფორმის ინიციატივაში“, — დაურთო მან.  

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში განხორციელებულ ვიზიტს წინ უსწრებდა ევროკავშირის და ჯანმოს ახალი ინიციატივის შესახებ გაკეთებული განცხადება.  განცხადების თანახმად, ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში ვაქცინების ჩამოსვლისთანავე ქვეყანას ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარებიან.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ვაქცინას მიიღებენ ისინი, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ — ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში ვაქცინაციის პროცესს შეუწყობენ ხელს 

ინიციატივა „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,