ევროკავშირის სავაჭრო ხელშეკრულება საქართველოსთან — გამოთქვი საკუთარი აზრი
დეკემბერი 1, 2021

ევროკავშირის სავაჭრო ხელშეკრულება საქართველოსთან — გამოთქვი საკუთარი აზრი


ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებს იწვევს, მიიღონ მონაწილეობა ამ ორ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულებების საკითხებზე გამართულ საჯარო კონსულტაციებში. 

შეფასების პროცესში გამოიკვლევენ მოლდოვასა და საქართველოსთან ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხარჯებსა და სარგებელს. ეს შეთანხმებები თითოეული ქვეყნის მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს.  

კვლევა შეაფასებს გავლენას, რომელიც ამ სავაჭრო შეთანხმებებმა მოახდინა ვაჭრობაზე და ეკონომიკაზე, ზოგადად საზოგადოებაზე, დასაქმებულებზე, ადამიანის უფლებებზე, გარემოზე, მცირე ბიზნესსა და მომხმარებლებზე თითოეულ ქვეყანაში. 

საკონსულტაციო პერიოდი 2022 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


თემაზე

დეკემბერი 1, 2023

ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება კანდიდატ ქვეყნებს დაეთმობა

ნოემბერი 30, 2023

სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეწვია 

ნოემბერი 30, 2023

ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და საქართველომ ქვეყნის მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერი რეფორმების პროგრამა მიიღეს

ნოემბერი 29, 2023

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,