ევროკავშირის მხარდაჭერით გორში გამართულ დასაქმების ფორუმზე სამუშაოს ასობით მაძიებელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცა
მაისი 27, 2021

ევროკავშირის მხარდაჭერით გორში გამართულ დასაქმების ფორუმზე სამუშაოს ასობით მაძიებელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცა


განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით და გორში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“, ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას  სამუშაოს  320-ზე მეტი მაძიებელი დაესწრო. 

შიდა ქართლში არსებულმა 38-მა კომპანიამ ფორუმზე  330-ზე მეტი ვაკანსია წარადგინა. სამუშაო ადგილები კვების, წარმოების, სამშენებლო, საბანკო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებს მოიცავდა.  სამუშაოს რეგისტრირებულ მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ფორუმზევე შეეტანათ განაცხადები დასაქმებაზე.

„ევროკავშირის პროგრამა, „განათლება დასაქმებისთვის“, უკვე სამი წელია, რაც საქართველოში ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. როგრამა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, განათლების და ცოდნა-უნარების განვითარებას სხვადასხვა კატეგორიის — განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, დასაქმებისთვის ყველა აუცილებელი უნარ-ჩვევებით მათ უზრუნველყოფას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა. 

ფორუმს წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დროსაც სამუშაოს მაძიებლებს CV-ის შედგენასა თუ გასაუბრების ტექნიკის სწავლაში დაეხმარნენ  და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს.

ფორუმის ორგანიზატორთა შორის იყვნენ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), თავისი მიმდინარე პროექტის, “EU4Youth:  სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის”, ფარგლებში და ევროკავშირის მიმდინარე პროექტის, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“, ფარგლებში მომუშავე ქართველი პარტნიორები. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 


თემაზე

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა
თებერვალი 2, 2023

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა

ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა: საქართველოში ლგბტქი+ პირების  პერსონალურ მონაცემებს ხშირად ემუქრება გასაჯაროება
თებერვალი 2, 2023

ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა: საქართველოში ლგბტქი+ პირების  პერსონალურ მონაცემებს ხშირად ემუქრება გასაჯაროება

თბილისში მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2021 წლის სპეციალური პრიზის მფლობელის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა
იანვარი 31, 2023

თბილისში მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2021 წლის სპეციალური პრიზის მფლობელის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
იანვარი 31, 2023

EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

ჯანმოს და ევროკავშირის ახალი პლატფორმა: გაეცანით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინფორმაციას ქართულ ენაზე
იანვარი 30, 2023

ჯანმოს და ევროკავშირის ახალი პლატფორმა: გაეცანით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინფორმაციას ქართულ ენაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,