ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტერიტორიული განვითარების პროგრამამ პირველი შედეგები წარადგინა
აპრილი 9, 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტერიტორიული განვითარების პროგრამამ პირველი შედეგები წარადგინა


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, სიგრიდ ბრეტელი იმერეთის და გურიის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის მიზანი რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესის  ხილვა იყო. 

მონახულებული ექვსი ინიციატივა იმ თერთმეტი საწყისი პროექტის ნაწილია, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის (PiRDP) ფარგლებში 220 მილიონი ლარით დაფინანსდა. 2020 წლის ივნისში დაწყებული ამ პროექტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წილი — 186 მილიონი ლარი — ევროკავშირის მიერ გამოიყო.

სიგრიდ ბრეტელმა შემდეგი პროექტები მოინახულა:

  • საგზაო და საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია ლაბაჯოურში ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და ტურიზმის განვითარებისათვის (ვანის მუნიციპალიტეტი, იმერეთი);
  • პარკის მშენებლობა საჩხერეში (საჩხერის მუნიციპალიტეტი, იმერეთი);
  • ტურისტული და ბიზნესის განვითარების მომსახურების ცენტრის შექმნა სოფელ ვარციხეში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, იმერეთი);
  • საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია სამტრედიაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი, იმერეთი);
  • “ჩაის გზის” გასწვრივ 1-კილომეტრიანი გზის მშენებლობა სოფელ ბახვში ტურიზმის განვითარების მიზნით (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურია);
  • ჩოხატაურში ორი საგზაო ხიდისა და 100-მეტრიანი სიგრძის მდინარის კალაპოტისთვის ჯებირის რეაბილიტაცია, ასევე 173 შუქდიოდური განათების დაყენება რეკრეაციული ზონის განვითარების მიზნით (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურია).

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ადგილობრივ განვითარებას ერთიან კონტექსტში განიხილავს. მას გადაწყვეტილების მიღების პროცესი თბილისიდან რეგიონულ დონეზე გადააქვს. გარდა ამისა, ის ასტიმულირებს კონკურენციას მუნიციპალიტეტებს შორის, რათა საუკეთესო იდეებმა დაფინანსების მოპოვება შეძლოს“, — აღნიშნა სიგრიდ ბრეტელმა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის მიზანია, კომპლექსური ტერიტორიული ინიციატივებით შეუწყოს ხელი დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამა ოთხ საპილოტე რეგიონს მოიცავს — კახეთს, იმერეთს, გურიას და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,