ბიომასის ენერგიის პროექტი საქართველოს მუნიციპალიტეტების 2019-2020 წლების საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებულ ცხრა პროექტს შორის მოხვდა. კონკურსი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის, „ეფექტიანობის და განვითარების ქსელის“ (N4ED) ეგიდითაა ორგანიზებული.
გამარჯვებული პროექტი, „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის საქართველოში“, ევროკავშირმა პროგრამის, „მერების შეთანხმება — სადემონსტრაციო პროექტების“ ფარგლებში დააფინანსა. პროექტი, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის მიერაა თანადაფინანსებული და მას საქართველოში „მერების შეთანხმების“ პარტნიორი, ენერგოეფექტიანობის ცენტრი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის ორი საბავშვო ბაღის სრული თერმული მოდერნიზაცია მოხდება. ამ მიზნით დამონტაჟდება განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიები და ბიომასაზე მომუშავე თანამედროვე ავტონომიური გათბობის სისტემები. ასევე, შეიქმნება ვაზის ნასხლავისგან მიღებული ბიომასის მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებს და ჩაანაცვლებს იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს და არაეკომეგობრული გზით გამოყენებულ შეშას. პროექტი მუნიციპალიტეტს „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული იმ ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება, რომლის მიზანიც მის ტერიტორიაზე CO2-ის გამოყოფის შემცირებაა.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,