ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად 23 ივნისს იმერეთს ეწვია
ელჩი 2020 წელს ევროკავშირის თანადგომით შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) შეხვდა. ჯგუფმა, რომელიც 230 წევრისგან შედგება, უკვე შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ჩაატარა საგრანტო კონკურსის ორი რაუნდი. კონკურსის შედეგად დაფინანსდა ისეთ სფეროებში მომუშავე 20 ინიციატივა, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური საკითხები, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობის საკითხები.
ჰარცელი ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ინიციატივების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მათ ელჩს წარუდგინეს საკუთარი ნაწარმი: თაფლი, ღვინო, ადგილობრივი წარმოების პური, ბატიკის ტექნიკით დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და სხვა.
წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩათვლით, ევროკავშირი საქართველოში 12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფს უჭერს მხარს.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,