ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მოსანახულებლად აჭარას ეწვია
მაისი 27, 2021

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მოსანახულებლად აჭარას ეწვია


19-21 მაისს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აჭარას ევროკავშირის მიერ ამ რეგიონისთვის გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად ეწვია. ელჩმა ჰარცელმა შეხვედრები ეკონომიკის და სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებთან გამართა. ის, ასევე, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ელჩი ჰარცელის ვიზიტი 19 მაისს, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეხვედრით დაიწყო. საბჭომ ევროკავშირის მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღო. პროგრამის მიზანი განვითარების  მრავალწლიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შედგენა-განხორციელება და თანამედროვე ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა იყო.

20 მაისს ელჩი ჰარცელი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია, რათა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „ქედა ლიდერის“ პროექტის შედეგებს გაცნობოდა. პროექტი ადგილობრივ თემს განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარა და 97 ადგილობრივი ინიციატივა დააფინანსა, რამაც ქედაში 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

21 მაისს ელჩმა ჰარცელმა ბათუმში გამართა რამდენიმე შეხვედრა — მათ შორის, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. ის, ასევე, ეწვია სტომატოლოგიურ ცენტრს, „როგო“, რომელმაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მოწინავე სტომატოლოგიური მომსახურების დასანერგად პროგრამისგან, EU4Business, მიიღო მხარდაჭერა. 

გარდა ამისა, ელჩმა ჰარცელმა ბათუმში ყოფნისას ელექტრონული მწვანე ავტობუსებიც დაათვალიერა. ტრანსპორტი ქალაქისთვის გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით შეიძინეს, რომლის უდიდესი დონორიც ევროკავშირი გახლავთ. დაბალი იატაკის მქონე ავტობუსებით სარგებლობა გაუადვილდება ყველა მგზავრს — მათ შორის, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და საბავშვო ეტლებით მოსიარულე მშობლებს. 

ელჩი ასევე შეხვდა ორი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის — „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ — წარმომადგენლებს. ორივე ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტერესებს იცავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,