ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა: საქართველოში ლგბტქი+ პირების  პერსონალურ მონაცემებს ხშირად ემუქრება გასაჯაროება
თებერვალი 2, 2023

ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა: საქართველოში ლგბტქი+ პირების  პერსონალურ მონაცემებს ხშირად ემუქრება გასაჯაროება


საქართველოში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ხშირად ასაჯაროებენ ჟურნალისტები და შედარებით იშვიათად — ჯანდაცვის მუშაკები, სამართალდამცავი უწყებები და ადვოკატები. ეს არის იმ კვლევის დასკვნა, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩაატარა.

კვლევა, „ლგბტ+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობა საქართველოში“, ლგბტქი+ პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევებს შეისწავლის. ამასთან, ის საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო თუ კერძო სექტორებისთვის გასცემს რეკომენდაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ასამაღლებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად. 

მაგალითად, კვლევამ დაადგინა, რომ მედია და ჟურნალისტები ხშირად ასაჯაროებენ ლგბტქი+ თემის წევრების სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას — მათ შორის ამ ადამიანების თანხმობის გარეშე და არასათანადო ფორმით. 

ჯანდაცვის სექტორში ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემები რიგ შემთხვევებში არაკანონიერად მუშავდება — მათ შორის არაოფიციალური (პირადი) მიზნებით. ანგარიშისვე თანახმად, მონაცემები თემის წევრებისგან ღირსების შემლახავი ფორმით იკრიბება.

მსგავსი პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ამუშავებენ ლგბტქი+ თემის წევრების მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. არის შემთხვევები, როცა ლგბტქი+ პირებისგან გამოკითხვისას მიღებული და/ან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია არაუფლებამოსილ მესამე პირებს გადაეცემათ. 

ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ადვოკატები მედიასთან საუბრისას და/ან სოციალური ქსელის გამოყენებით არაეთიკური, ღირსების შემლახავი ფორმით თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ასაჯაროებენ სასამართლო პროცესის მონაწილეთა პერსონალურ ინფორმაციას — მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ცნობებს. 

კიდევ ერთი პრობლემაა სამუშაო ადგილზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხი, ვინაიდან დამსაქმებლები ხშირად ათავისუფლებენ სამსახურიდან ლგბტქი+ პირებს, როდესაც მათი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ იღებენ ინფორმაციას. 

კვლევის დასკვნის თანახმად, ლგბტქი+ პირები თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვისა თუ კონფიდენციალურობის და  მონაცემთა დაცვის მექანიზმების შესახებ შეზღუდულ ინფორმაციას ფლობენ და, დასჯის შიშით, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო და საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართავენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,