ევროკავშირის წყლის ინიციატივამ მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის განახლებულ მართვის გეგმას დაუჭირა მხარი
მაისი 14, 2021

ევროკავშირის წყლის ინიციატივამ მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის განახლებულ მართვის გეგმას დაუჭირა მხარი


2021 წლის 5 მაისს ბათუმში მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმის განსახილველად საჯარო პრეზენტაცია მოეწყო. გეგმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ (EUWI+), მხარდაჭერით განახლდა.

ღონისძიებას 30 მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და პარლამენტის წევრები, ასევე მუნიციპალიტეტების, წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის კომპანიების, ბათუმის პორტის ხელმძღვანელობის, ტურისტული სექტორის, გარემოსდაცვითი ასოციაციების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიზნად სანაპირო წყლების ჯანმრთელი ეკოსისტემის შენარჩუნებას და მოსახლეობის მაღალხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფას ისახავს.

მდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა თავდაპირველად 2016 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა პროექტის ფარგლებში შემუშავდა. ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსმა (EUWI+) კი გეგმის განახლებას სანაპირო და გარდამავალი წყლის რეზერვუარების საზღვრების დამდგენი მეთოდოლოგიის მიწოდებით დაუჭირა მხარი. ამავე ინიციატივის დახმარებით 2019 და 2020 წლებში სანაპირო და გარდამავალი წყლების რამდენიმე საველე კვლევას გაეწია ორგანიზება. გარდა ამისა, გაიცა რეკომენდაციები გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევისთვის საჭირო მონიტორინგთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით.

გასული ათი წლის განმავლობაში ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით შეუწყო ხელი წყლის პოლიტიკის გაუმჯობესებას საქართველოში. ამ გზით პროექტმა, ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის (EUWI+), ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისა და გარემოს დაცვის საკითხში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,