ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ თანხას 1 მილიარდ ევრომდე გაზრდის
მარტი 14, 2022

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ თანხას 1 მილიარდ ევრომდე გაზრდის


ევროკავშირი  უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ თანხას გააორმაგებს, რის შედეგადაც დაფინანსება მთლიანობაში 1 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 11 მარტს განაცხადა.

ბორელის თქმით, ვერსალში შეკრებილი ევროკავშირის 27 ლიდერისგან თანხმობის მიღება ძნელი არ ყოფილა: „ყველას შესანიშნავად ესმის, რომ ჩვენ უნდა… გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა და გავზარდოთ უკრაინის სამხედრო დახმარება. ასე რომ, დამატებით 500 მილიონი ევრო [გამოიყოფა]“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ გადაწყვეტილებას ხელს იმავე დღეს მოაწერდნენ: „მე შევიტანე წინადადება, რომ ჩვენ უნდა 500 მილიონი ევროთი გავზარდოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო [აღჭურვილობისთვის] განკუთვნილი თანხა და გავაგრძელოთ ოლიგარქების და რუსული ეკონომიკის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე ფიქრი… აი, ამის გაკეთებას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, [ევროპელი] ლიდერები ამ გადაწყვეტილებას დღეს დილით დაამტკიცებენ“. ბორელმა ასევე დასძინა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ამ პერიოდში სწრაფად მიიღება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,