ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად #JusticeForAll კამპანიას იწყებს
აპრილი 29, 2021

ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად #JusticeForAll კამპანიას იწყებს


27 აპრილს ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ ონლაინ კამპანია, #JusticeForAll  დაიწყეს. მისი მიზანი იმ პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რომლებიც ქვეყანაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით დგას.

კამპანიის მთავარი გზავნილი ის არის, რომ მართლმსაჯულება ხილული და უხილავი დაბრკოლებებისგან თავისუფალი უნდა იყოს. ამისათვის უნდა შეიქმნას კეთილგანწყობილი გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის. სასამართლო შენობები და მათი განლაგება კი ყველასთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი და კომფორტული უნდა იყოს.

კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, უმცირესობათა წარმომადგენლების, ქალებისა და ბავშვების ისტორიები, რომლებიც მართლმსაჯულების წვდომისას დაბრკოლებებს გადააწყდნენ. ეს ისტორიები საქართველოს ევროპის საბჭოს ოფისის ოფიციალურ ონლაინ პლატფორმებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება.

აღნიშნული კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“, ნაწილია. ამ პროექტს ევროპის საბჭო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის,  პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (2019-2021), ფარგლებში ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ოფიციალური ონლაინ პლატფორმები: ვებგვერდი, Facebook-ის გვერდი და Twitter.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,