ევროკავშირი საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმება
ივნისი 4, 2021

ევროკავშირი საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიესალმება


ევროკავშირი მიესალმა საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას მისი პარტიიდან არჩეული წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს მისთვის მინიჭებულ მანდატს. 

„ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ“, — აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 30 მაისის ერთობლივ განცხადებაში. 

თუმცა, ევროკავშირი და აშშ ღრმა სინანულს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებისთვის. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლობიანი მონაწილეობა სჭირდება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

იქვე ხაზგასმულია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიების ლიდერებისთვის, ისე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვისაც.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველო ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისიდან გამოდის

შარლ მიშელმა პოლიტიკური კონფლიქტის გადასაჭრელად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,