ევროკავშირი საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას მიესალმება 
ივნისი 18, 2021

ევროკავშირი საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას მიესალმება 


საქართველოს შუამავლობით წარმართული მოლაპარაკებების შედეგად, 12 ივნისს აზერბაიჯანმა 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, სომხეთმა კი დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა. ამ მიღწევას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი 13 ივნისს განცხადებით გამოეხმაურა. 

„ბაქოს და ერევნის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები დიდი ჰუმანიტარული მნიშვნელობისაა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენას უწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ მომხდარი  გზას გაუხსნის  ქვეყნების შემდგომ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ყველა სომეხი ტყვე გათავისუფლდება. დანაღმული ტერიტორიების ყველა არსებული რუკის გადაცემა კი მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილების წინაპირობა იქნება“, — განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. 

უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა აქტიურად შეუწყვეს ხელი ამ პროცესს. „მონაწილე ქვეყნებს შემდგომი თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ“, — დაურთო მან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი გააგრძელებს კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი გზით მოგვარების ხელშეწყობას. ეს მოიცავს პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ღონისძიებებსაც. განცხადებაში ევროკავშირმა  სომხეთსა და აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების განახლებისკენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,