ევროკავშირი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაში დაეხმარა
მაისი 14, 2021

ევროკავშირი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაში დაეხმარა


საქართველო მზადაა, საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში არსებული კანონმდებლობა სრულად მოარგოს ევროკავშირის სტანდარტებსა და ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმებს. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების მიერ განხორციელებული Twinning-ის ორწლიანი პროექტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“, მუშაობის მთავარი შედეგია. პროექტის მიღწევები 6 მაისს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე შეჯამდა.

პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული კანონები ევროკავშირის წესებს მოერგება. საქართველოს ეროვნული ბანკი კი თავისი ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების რეორგანიზებას მოახდენს და საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში საკუთარ ინსტიტუციურ შესაძლებლობებს გააძლიერებს. 

გაუმჯობესებული კანონმდებლობა, გაძლიერებული საზედამხედველო მექანიზმები და ევროკავშირის წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად მიღებული სტანდარტები უკეთ დაიცავს საბანკო სერვისების მომხმარებლებს და განავითარებს საქართველოს ფინანსურ ბაზარს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სტაბილურობას და ფინანსური ბაზრის მონაწილეების უსაფრთხოებას.

Twinning-ის პროექტი 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მაისამდე გაგრძელდა და მისმა ბიუჯეტმა 1.75 მილიონი ევრო შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში პოლონეთისა და საქართველოს საზედამხედველო უწყებებმა არაერთი ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,