საქართველოში შეიქმნა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად რეგულარულ ონლაინ სესიებს გამართავს. ჯგუფს ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) დააფინანსებს და ის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში იფუნქციონირებს.
ჯგუფი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში მომუშავე ექსპერტებისგან შედგება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ის ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სოფლის მეურნეობით გამოწვეული სასათბურე გაზების შემცირების თაობაზე. ჯგუფის შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება.
„ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთი მოაწყო. ამ ნაკვეთებზე კლიმატგონივრული, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ისეთი მეთოდები გამოიყენება, როგორიც, მაგალითად, ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავებაა“, — აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა, — „სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს მეთოდები ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას, ქართველი ფერმერების შემოსავლის გაზრდას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების და მექანიზაციისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირებას“.
ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობას და სასოფლო განვითარებას მხარს თავისი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით უჭერს. პროგრამა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,