ევროკავშირი მომავალ ჟურნალისტებს Youth4Regions პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს
ივნისი 25, 2021

ევროკავშირი მომავალ ჟურნალისტებს Youth4Regions პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს


ევროკომისია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს და ახალგაზრდა ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან პროგრამაში, Youth4Region, მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ინიციატივის მიზანი რეგიონში ევროკავშირის საქმიანობის გაშუქებაა.

პროგრამის მონაწილეები გაივლიან ტრენინგს ჟურნალისტიკის და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის სფეროებში, მიიღებენ მენტორინგს პროფესიონალი ჟურნალისტებისგან და ევროკავშირის რეგიონების კვირეულის განმავლობაში ცნობილი ჟურნალისტების მხარდამხარ იმუშავებენ. ისინი ასევე ევროკავშირის საქმეთა მედიის სათავო ოფისს და ევროკავშირის ინსტიტუტებს ეწვევიან და გაემგზავრებიან ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ორგანიზებულ მედია-ტურებში. საცხოვრებლის და მგზავრობის ხარჯებს ევროკომისია სრულად დაფარავს.

განაცხადების შეტანა შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ ჟურნალისტიკის მიმართულებით ან აქვთ 2 წლამდე გამოცდილება ჟურნალისტიკაში, არიან ევროკავშირის ან სამეზობლოს ქვეყნის მოქალაქეები და 2021 წლის 10-დან 15 ოქტომბრამდე თავისუფალი დრო ექნებათ.

განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 12 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

რესრელიზი

შეიტანეთ განაცხადი

 

Photo: European Union

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,