ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის საქმეზე
იანვარი 29, 2021

ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის საქმეზე


სახელმწიფოთაშორის საქმეში საქრთველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს  შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილების პასუხად, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს მთავრობის განცხადებით,  ამ შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში რუსეთის ფედერაციის კონკრეტული ადმინისტრაციული პრაქტიკით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაკეთებულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა, დაარღვია კონვენციის რამდენიმე მუხლი, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის 22 იანვრის განცხადებაში.

„სამართლიანობის და ანგარიშვალდებულების მიღწევა კონფლიქტის გადაწყვეტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს გადაწყვეტილების შესაბამისი შემდგომი ღონისძიებების გატარება“, — ნათქვამია განცხადებაში, — „ევროკავშირი იღებს კონფლიქტის მოგვარების სრული მხარდაჭერის ვალდებულებას, რაც ასევე მოითხოვს დამატებით ძალისხმევას წარსული კონფლიქტებით დატოვებული პრობლემების გადასაწყვეტად. ამ მიზანს ის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თავისი თანათავმჯდომარეობით, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადამწყვეტი როლის მეშვეობით ემსახურება“.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ნათქვამია განცხადებაში.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,