ევროკავშირი ქართველ გამომძიებლებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის ამზადებს
ივნისი 18, 2021

ევროკავშირი ქართველ გამომძიებლებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის ამზადებს


ევროკავშირის ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროექტმა (EU-ACT) საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან ერთად ნარკოტიკებთან დაკავშირებული დამნაშავეობის შესახებ ერთკვირიანი ტრენინგის პროგრამა შეიმუშავა. პოლიციის თანამშრომლებისა და გამომძიებლებისთვის განკუთვნილი პროგრამა ქართველმა ტრენერებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა გაერთიანებული სამეფოდან და ბელგიიდან 2018 წელს ერთობლივად შექმნეს. მისი საპილოტე ვერსია კი 2019 წელს განხორციელდა. 

პროგრამის ფარგლებში ბოლო ტრენინგი თბილისში 7-11 ივნისს ჩატარდა. ერთკვირიან კურსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის რეგიონულ განყოფილებებში მომუშავე ოცი გამომძიებელი დაესწრო. 

ტრენინგზე განხილულ საკითხებს შორის იყო: საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დამნაშავეობასთან მიმართებით, ადამიანის უფლებები, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, ნარკოტიკები და ჩრდილოვანი ინტერნეტი, ინფორმატორებთან ურთიერთობა, დაზვერვის ციკლი და წყაროები, არალეგალური ლაბორატორიების დახურვა, კრიპტოვალუტა და მისი კანონიერი და უკანონო გამოყენება. გარდა ამისა, მონაწილეებს თვალთვალის სხვადასხვა ფორმაში ერთდღიანი პრაქტიკული სავარჯიშოც ჩაუტარდათ.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის ნარკოტიკებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროექტი საქართველოში 2021 წლის ივლისის ბოლოს დასრულდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,