ევროკავშირი ქართველ და ოს მეცნიერებს კავკასიის ისტორიული კულტურის პოპულარიზაციაში ეხმარება
მარტი 12, 2021

ევროკავშირი ქართველ და ოს მეცნიერებს კავკასიის ისტორიული კულტურის პოპულარიზაციაში ეხმარება


უძველესი კავკასიური მითოლოგიური ეპოსის საბავშვო გამოცემა „ნართული საგები“, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები და ალბომი-ენციკლოპედია, რომელიც ქართულ-ოსურ ისტორიულ ურთიერთობებს მიმოიხილავს — ეს არის ქართველი და ოსი მეცნიერების მიერ ერთობლივად განხორციელებული და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ძირითადი შედეგები.

აკადემიური და საგანმანათლებლო ღირებულების მქონე ეს გამოცემები საზოგადოებას 27 თებერვალს წარუდგინეს. ამ პრეზენტაციით ასევე შეჯამდა ცხრაწლიანი ერთობლივი ინიციატივა, რომელიც საერთო კავკასიური მემკვიდრეობის კვლევას და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

ქართველი და ოსი მეცნიერების გუნდი ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, „კავკასიური მოზაიკა“, პარტნიორობით შეკრიბეს.

„ისტორიისა და კულტურის სფეროებში განხორციელებული სახალხო ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებრივი პროექტები ხელს უწყობს როგორც საერთო მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენასა და პოპულარიზაციას, ისე კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „ევროკავშირი ამაყობს, რომ მხარს უჭერს ასეთ ორგანიზაციებს და მიესალმება ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის კავშირის გაძლიერებისკენაა მიმართული“.

ენციკლოპედია, „ქართულ-ოსური ურთიერთობები“, ემყარება საარქივო დოკუმენტებს, რომლებიც უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე პერიოდით თარიღდებიან. ქართველი და ოსი ლინგვისტების მიერ შედგენილი სასკოლო ლექსიკონები კი 22 ათასზე მეტი სიტყვის განმარტებას შეიცავს და კავკასიური ენების შესწავლის საკითხში უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია. ლექსიკონები პირველად 2012 წელს, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით გამოქვეყნდა. მზარდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო კი ისინი 2016 და 2020 წლებში შესწორებული და შევსებული სახით ხელახლა გამოიცა.

„ნართული საგები“ თანამედროვე რედაქტირებით გამოცემული უძველესი ეპოსის ნიმუშია. ის ბავშვებისთვისაა ადაპტირებული და ქართველი და ოსი მხატვრების მიერაა ილუსტრირებული. 2018 წელს, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მსახიობებმა ეს უძველესი ისტორიები საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე ქართულ და ოსურ ენებზე აამეტყველეს.

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან ქართველი და ოსი მეცნიერების ერთობლივი მხარდაჭერა უფრო ფართო ინიციატივის, „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის“  (COBERM) ნაწილია. ამ ინიციატივაში სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს მრავალი წარმომადგენელია ჩართული და ის მიზნად კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,