ევროკავშირი ქართულ ბიზნეს ასოციაციებს საპილოტე პროექტში ჩასართავად იწვევს  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს ასოციაციებს საპილოტე პროექტისთვის საკუთარი კონცეფციების წარსადგენად იწვევს.  პროექტი ევროპული ბიზნე
მარტი 12, 2021

ევროკავშირი ქართულ ბიზნეს ასოციაციებს საპილოტე პროექტში ჩასართავად იწვევს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს ასოციაციებს საპილოტე პროექტისთვის საკუთარი კონცეფციების წარსადგენად იწვევს. პროექტი ევროპული ბიზნე


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს ასოციაციებს საპილოტე პროექტისთვის საკუთარი კონცეფციების წარსადგენად იწვევს.

პროექტი ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების წინ წამოწევისთვისაა განკუთვნილი. მისი მიზანი ბიზნესის კოორდინირებული პროაქტიული ქმედებების წახალისება და ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მხარდაჭერაა.

ინიციატივის საორიენტაციო ბიუჯეტი 100,000-150,000 ევროა. გრანტის ზუსტი ოდენობა საპროექტო წინადადების ხარისხსა და მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. პროექტი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება. ევროკავშირი გრანტის მიმღების მხრიდან თანადაფინანსების გაღებას მიესალმება.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გრანტის მიმღები საქართველოს მასშტაბით ევროკავშირის მთავარი პარტნიორი ბიზნეს ასოციაცია შეიძლება გახდეს. გამარჯვებული ორგანიზაცია ევროპულ ბიზნესსა და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგნლობასა და შტაბ-ბინასთან (განსაკუთრებით, ვაჭრობის გენერალურ დირექტორატთან და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატთან) ძირითადი შუამავლის როლს მოირგებს.

გარდა ამისა, პროექტის ბოლოს ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის ბიზნეს-ორგანიზაციების მსოფლიო ქსელს (EBOWWN) სარეკომენდაციო წერილიც შეიძლება გაუგზავნოს. ამ ქსელში ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ 45 ბაზარზე და ისეთ სფეროებში მოღვაწე 250-ზე მეტი ექსპერტია გაერთიანებული, როგორიც ვაჭრობა, ინვესტიციები და ეკონომიკური პოლიტიკაა.

განცხადების შეტანი საბოლოო ვადაა 2021 წლის 16 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,