29 ივნისს თბილისში საქართველოს საჯარო შენობების ენერგოეფექტიანობის პროგრამის დაფინანსების ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა 55.85 მილიონ ევროს შეადგენს.
პროგრამის მთავარი მიზანი სკოლის შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაციაა, რაც გააუმჯობესებს როგორც ენერგოეფექტიანობას, ისე მასწავლებლების და მოსწავლეების პირობებს. პროექტი ენერგოეფექტიანობის სისტემის გამართვას და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების გათვალისწინებას უწყობს ხელს. ამისათვის მთელ ქვეყანაში დიდი რაოდენობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესში ენერგოეფექტიანობის ახალი სტანდარტები გამოიყენება.
ხელშეკრულებებს, ძირითადად, გერმანია დააფინანსებს, ხოლო ევროკავშირი დამატებით 12.65 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოყოფს.
ენერგოეფექტიანობის პროგრამა „ევროპის გუნდის“ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და ევროკავშირთან ერთად შემუშავდა. პროგრამის განსახორციელებლად მიმდინარე წლის დასაწყისში EBRD-მა — 40 მილიონ ევრომდე ოდენობის სესხი, ხოლო ევროკავშირმა 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში