კამპანიის პირველი ვიდეოკლიპი — „5 გზა იმისათვის, რომ თქვენს ბავშვებს საშინაო დავალების შესრულებაში დაეხმაროთ“ — იმ მშობლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სურთ, შვილებს მეცადინეობის პროცესი გაუმარტივონ.
კამპანია მიზნად ისახავს, მისწვდეს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ 100 მილიონამდე ადამიანს — მათ შორის, პოლიტიკოსებსაც. ვიდეო, ჰეშტეგებით #EU4Children და #ForEveryChild, იმ ზოგიერთ სირთულეზე საუბრობს, რომელსაც ბავშვები განათლების მიღების პროცესში ხშირად აწყდებიან. ვიდეოში ნაჩვენებია მარტივად შესასრულებელი ხერხები, რომელთა გამოყენებითაც მშობლები და საზოგადოება ბავშვებს სწავლის პროცესში დაეხმარებიან. ამასთან, ხაზგასმულია, რომ მოსწავლეების სკოლაში რეგულარულად სიარული არსებითი მნიშვნელობისაა.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,