ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 24 ივნისს ახალი პროექტი — “ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის” (EU4EMBLAS) — დაიწყეს. ინიციატივის მიზანი არსებული ეკოსისტემის დაცვის გაძლიერებაა.
EU4EMBLAS ემყარება პროექტის წინა ფაზებს, რომლების მეშვეობითაც უკვე შემუშავდა შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობაზე არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზა. პროექტის ფარგლებშივე განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები და კამპანიები, რომელთა მიზანიც იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა საზღვაო ნარჩენების შემცირების და გარემოსდაცვით საქმიანობაში.
პროექტი EU4EMBLAS საქართველოსა და უკრაინას დაეხმარება, დაამკვიდრონ საზღვაო გარემოს მონიტორინგისა და შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო თანამედროვე სისტემები. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კვლავაც იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობის განათლება შავი ზღვის ეკოლოგიის საკითხებზე.
პროექტში ჩართული ძირითადი მხარეები არიან შავი ზღვის მონიტორინგში მონაწილე ეროვნული ინსტიტუტები, სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,