ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს პარლამენტს ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებაში ეხმარებიან
ივნისი 11, 2021

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს პარლამენტს ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებაში ეხმარებიან


საქართველოს პარლამენტი იწყებს საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის საპარლამენტო დემოკრატიის სწავლებაა. კამპანია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითაა მომზადებული.

ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა, „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მარტივი და გასაგები ფორმით შეისწავლონ საქართველოს პარლამენტის ისტორია, მისი როლი და ფუნქციები. გარდა ამისა, ის ახალგაზრდებს იმ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებსაც გააცნობს, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეებს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.  

ახალი სასწავლო მოდული მოსწავლეებს — ილუსტრირებული სახელმძღვანელოებით, მასწავლებლებს კი დეტალური გზამკვლევებით უზრუნველყოფს.  განათლების და მეცნიერების სამინისტრო ამ მოდულის მიხედვით შემუშავებულ სატესტო პროექტს 50 საჯარო სკოლაში მომავალ აკადემიურ წელს  განახორციელებს. პროექტი მოიცავს 3,000-მდე მოსწავლეს თბილისიდან და აღმოსავლეთ საქართველოს —კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის — რეგიონებიდან.

„ევროკავშირი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „მოქალაქეთა ჩართულობა, რაც ცნობიერების ამაღლებით და ინფორმირებით იწყება, დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია. პარლამენტის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის მიზანია სამოქალაქო განათლების მხარდაჭერა და პარლამენტის დაახლოება ახალგაზრდობასთან“.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ სამოქალაქო განათლებას სკოლაში უფრო ფართო პროგრამის, „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“, ფარგლებში. ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს  დემოკრატიის მიღწევების განმტკიცებასა და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

რა ვიცით პარლამენტის შესახებ?  



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,